,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ კოლეჯ ,,აიტის' რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:
,,ჟ) მონაწილეობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.
|