„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
746
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040.120.000.05.001.003.360
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

თუ ამ კანონით დადგენილი უფლებები არ განხორციელდება 2012 წლის 1 იანვრამდე, მესაკუთრეს უფლება აქვს უპირობოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 დეკემბერი.

№746–IIს

კრებსითი — სრული ვერსია