„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
8-25
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-01
სარეგისტრაციო კოდი
330060000.36.101.016165
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №8-25

2013 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70, სარეგისტრაციო კოდი: 330.060.000.36.101.016.013) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში' შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში – 20%;";

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს" ქვეპუნქტი:

,,ს) სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟების შემთხვევაში – 50%;".

მუხლი 2
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია