საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ნორმატიული აქტი რეგისტრაციისთანავე, სამართლებრივ დასკვნასთან ერთად, გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ნორმატიული აქტი რეგისტრაციისთანავე, სამართლებრივ დასკვნასთან ერთად, გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 5 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 16 დეკემბერი.
№711–IIს