„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
215
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2013-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-01
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016167
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №215

2013 წლის 26 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის N201 დადგენილებით /სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016153/ დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, სპორტის განყოფილების, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და დარგის სპეციალისტებისაგან“.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას, მერის დავალებით, სამსახურის ერთ – ერთი მოხელე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია