„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110506010, 13/05/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახური.“.
|