„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-04
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016434
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №33

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ. 51) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. სარდაფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, უნდა აკმაყოფილებდეს  ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 68-ე პუნქტის თანახმად სარდაფისათვის დადგენილ მოთხოვნას“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია