|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის N216 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., N60, მუხ. 518) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).“; |
გ)
ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“. |
დ)
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|