„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
494
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-27
სარეგისტრაციო კოდი
004003000.08.002.016828
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2013 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის N304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 ივლისის N304 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., N80, მუხ. 709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).“;

გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი  პირის დანიშვნა;

ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია