„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
625
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-05
სარეგისტრაციო კოდი
450.190.000.05.001.003.349
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხებთან დაკავშირებულ თავიანთ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№625–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია