|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებით (სსმ, 172, 31/12/2010; 100110000.22.038.016019) დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს ღია.“. |
2.
მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11.მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიჩნევს საჭიროდ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს ზეპირი მოსმენითაც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|