|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.162.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ა)
მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-11 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|