„მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-26
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.103.016090
„მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის N–19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2013 წლის 19 ივნისი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის  №3 დადგენილების   შესაბამისად:

მუხლი 1
 შევიდეს  ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ’’ 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016085).
 მე-4 მუხლის, მეხუთე პუნქტს დაემატოს ,,თ’’ ქვეპუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) საკრებულოს   და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში)    –– 1500 ( ათას ხუთასი) ლარი".

მუხლი 2
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი

კრებსითი — სრული ვერსია