„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
725-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-03
სარეგისტრაციო კოდი
410000000.05.001.017009
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით შესაბამის წყლის ობიექტში (მათ შორის, საქართველოს შავ ზღვაში) თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებითა და საშუალებებით განხორციელებული ქმედება. თევზჭერა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იყოფა სახეებად. იგი მოიცავს აგრეთვე სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2013 წ.

N725-IIს

კრებსითი — სრული ვერსია