,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-20
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016131
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №14

2013 წლის 11 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­­­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუ­ბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტო­ნო­მი­უ­რი რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლიკის კანონის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 120 (ას ოცი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლი­კის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული „ცენტრა­ლუ­რი ხელისუფლებისა და ქ. თბილისში განლაგებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის” გრაფა ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია