„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016167
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2013 წლის 17 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება “მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის  ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №23 დადგენილებაში (სსმ, 12.03.2013 010250020.35.153.016163), კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     1.  „ყ) წილკნის ტერიტორიული ორგანო:  რომელიც მოიცავს სოფ. წილკანს, სოფ. ერედას;

      „შ) ძალისის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ძალისს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია