„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-17
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.017312
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2013 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, 146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

 

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა

         

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

დავით ბალაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;

ქეთევან ბოჭორიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

გიორგი სიგუა – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია