|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №73, მუხ. 523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|