|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 1 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №238 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №11 – ვებგვერდი, 18.07.2014წ. |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის /მოადგილეების/ და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება; ბ) ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება; ბ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფი; ბ.ბ) სატრანსპორტო უზრუნველყოფის ჯგუფი; ბ.გ) უსაფრთხოების ჯგუფი; გ) უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება; დ) კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება; ე) ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი
|
მუხლი 4.
სამსახურის უფროსის მოადგილე /მოადგილეები/ |
1. სამსახურის უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. |
მუხლი 5.
სამსახურის მოხელე |
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 6.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები |
მუხლი 7.
სამსახურის განყოფილებების ფუნქციები |
1. ზედამხედველობისა და ორგანიზაციის განყოფილება:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ღამის საათებში შემოწმების ორგანიზება და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სათანადო ზომების მიღება; გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; დ) ხანძრისაგან სახელმწიფო და მოქალაქეთა ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახანძრო პროფილაქტიკური სამუშაოების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებების გეგმების მომზადება, სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების აღრიცხვა, შესწავლასა და ანალიზზე კონტროლის დაწესება; ე) ცეცხლმაქრების დამუხტვის, ცეცხლგამძლე ხსნარებით ხის კონსტრუქციების დამუშავებისა და სხვა ჩატარებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ვ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი კონტროლის ორგანიზება; ზ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში; თ) ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ი) სამსახურის დანაყოფებში სახანძრო, სამაშველო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი; კ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ლ) დანაყოფებში სახანძრო დაცვის წესებისა და ნორმატივების სწავლების ორგანიზება; მ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ნ) დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 2. ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების განყოფილება: ა) სახანძრო ავტომობილების, საავარიო-სამაშველო და სხვა მობილური ტექნიკის (მათ შორის: ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილიდან დაბრუნებული) გათვლაში დროული ჩაყენების უზრუნველყოფა; ბ) საგანგებო სიტუაციების, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) დამხმარე და სპეცტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავ-საცხები მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება; დ) პირადი შემადგენლობის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა; ე) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; ვ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების /თავშესაფრები, მართვის პუნქტები, რადიაციასაწინააღმდეგო საფრები, სარდაფები/, ექსპლუატაციისა და მოვლა – პატრონობის მდგომარეობის კონტროლი; ზ) თავდაცვითი ნაგებობების უკანონოდ მითვისების ან გასხვისების შემთხვევებში შესაბამისი ზომების მიღება; თ) თავდაცვითი ნაგებობების გამართულობასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ი) განყოფილების სამუშაო გეგმების შემუშავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში; კ) თავდაცვის საკითხებში ქალაქის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის წინადადებების მომზადება; ლ) თავდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციების მომზადება; მ) ქალაქში არსებული თავდაცვითი ნაგებობების ადგილმდებარეობის კატეგორიების მიხედვით აღრიცხვა, მათი დაცვითი ხარისხის, მოსახლეობის ტევადობისა და მისამართების მითითებით; ნ) ქალაქის მაშტაბით საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება; ო) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მომზადების ორგანიზება. 3. უქიმერიონის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ–ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 4. კახიანოურის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 5. ავტოქარხნის სახანძრო – სამაშველო ოპერატიული განყოფილება: ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა ზემდგომი ორგანოების მითითებებისა და ხანძრიანობის სტატისტიკის გათვალისწინებით; ბ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა; გ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულების კონტროლი; დ) საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესის განსაზღვრა; ე) დანაყოფებში საგანგებო სიტუაციების წესებისა და ნორმატივების გაცნობა; ვ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განყოფილებაში მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრებისა და მათი სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის ორგანიზება; ზ) პირადი შემადგენლობის მუშაობის ანალიზი ხანძრების, ავარიებისა და სტიქიური უბედურებების დროს. წინადადებების მომზადება დამატებითი ძალების მობილიზების თაობაზე; თ) რაზმებში პირადი შემადგენლობის ოპერატიულ – ტაქტიკური მომზადების ორგანიზება, სახანძრო ტექნიკური სწავლებების ჩატარება; ი) ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების კონტროლი, მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება; კ) მორიგე სამსახურებთან ერთად ქალაქის ქუჩებისა და მოედნების, შესახვევების ცნობარის შედგენა, აღნიშნულ ცნობარში საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანის კონტროლი; ლ) განსაკუთრებულ შემთხვევებში დაწესებულებების (ორგანიზაციების) ხელმძღვანელების მხრიდან ხანძრებისა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება; მ) სარეგლამენტო დოკუმენტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. |
მუხლი 8.
სამსახურის უფლება-მოვალეობები |
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) საგანგებო სიტუაციებში ქალაქის ოპერატიულ სამსახურებთან კოორდინირებული მოქმედებების ურთიერთმოქმედების ინსტრუქციით განსაზღვრული წესების კორექტირება; გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. ი) იქონიოს ერთიანი სატელეფონო ნომერი; კ) იქონიოს სპეცტექნიკა სპეციალური ციმციმით და ხმოვანი სიგნალებით. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) იქონიოს ერთიანი სტანდარტული ფორმის ტანსაცმელი, განმანსხვავებელი ლოგოთი (ნარინჯისფერ ფონზე ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი ქუთაისის გერბით). დ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; ე) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ვ) მოამზადოს ინფორმაციები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით; ზ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის მერიის შინაგანაწესი. |
მუხლი 9.
სამსახურის რეორგანიზაცია |
1. სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები; ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს; გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა; დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი. |
დანართი №2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №11 – ვებგვერდი, 18.07.2014წ.
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის ბეჭდის ნიმუში
|
|