„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
666-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-24
სარეგისტრაციო კოდი
140080000.05.001.016998
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 „3. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.

2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა

  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N666-IIს

კრებსითი — სრული ვერსია