„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-11
სარეგისტრაციო კოდი
330010040.35.143.016177
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

      ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2013 წლის 5 ივნისი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №9 დადგენილებას (სსმ, 58, 02/12/2010; 330010040.35.143.016019) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:   

,,11.  აიკრძალოს  ქ. ხაშურის  ცენტრალურ  ნაწილში: რუსთაველის, დავით  აღმაშენებლის, ბორჯომის (ვაჩნაძის  ქუჩიდან  ფანტანის  მოედნამდე),  იმერეთის (ფანტანის  მოედნიდან  ბათუმის  ქუჩამდე), ტაბიძის, სააკაძის, კოსტავას, თამარ მეფის, ფალიაშვილის  ქუჩებზე  და მათთან  შემაერთებელ  ქუჩების  გადაკვეთამდე  20 (ოცი) მეტრის  ფარგლებში, ასევე  ცენტრალური  მოედნის, რკინიგზის  სადგურის წინამდებარე  მოედნის, ბორჯომის  ქუჩაზე  არსებული  მოედნის (ფანტანი) მიმდებარე  ტერიტორიებზე, ასევე,  დაბა  სურამში: რუსთაველის, აღმაშენებლის, გრიგოლ  სურამაელის, თამარ  მეფისა და  მათ  შემაერთებელი  ქუჩების  20 (ოც)- მეტრიან  ფარგლებში  ავტოსამრეცხაოების, საწვავით ავტოგასამართისა  და ავტოტექმომსახურების  ობიექტების  მშენებლობა. გამონაკლის  შემთხვევებში  აღნიშნული  ობიექტების  მშენებლობის  საკითხი  კონკრეტულად  იქნეს  განხილული ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  შექმნილი  კომისიის  მიერ  ზემოთ  ჩამოთვლილ  ქუჩებსა  და მოედნებზე. მომავალში განაშენიანების  ნებართვა  გაიცეს  მხოლოდ  ორი  და  მეტსართულიანი  შენობა-ნაგებობისათვის“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია