|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების: |
ა)
მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური;“; |
ბ)
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) სახელმწიფო ჯილდოების სამსახური;“; |
გ)
მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ფუნქციებია: ა) უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, მათი საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება; დ) შეწყალების საკითხებზე შესაბამისი კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი; ე) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“; |
დ)
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
,,91. სახელმწიფო ჯილდოების სამსახურის ფუნქციებია: ა) სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებული მასალების განხილვა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის მომზადების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ჯილდოების საზეიმო ვითარებაში გადაცემის ორგანიზება; გ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|