„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
485
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
440.050.000.05.001.003.327
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთა კომპენსაციის გაანგარიშება

1. პროკურატურის მუშაკს, თუ მას აქვს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი (მათ შორის, არანაკლებ 4 წლისა პროკურატურის სისტემაში), კომპენსაცია ენიშნება მხოლოდ პროკურატურის ორგანოებიდან „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გათავისუფლებისას და მისი ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „პ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№485–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია