„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
484
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
130.050.000.05.001.003.326
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      საქართველოს კანონი

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.11.2005, მუხ. 328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამდგომლობას უნდა დაეთანხმოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ შერჩეული, სპეციალურად უფლებამოსილი პროკურორი (შემდგომში – პროკურორი), რომელსაც უფლება აქვს კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია შუამდგომლობასთან დაკავშირებით.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 27. საპროკურორო ზედამხედველობა

სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. ის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, თანხმდება საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დანიშნულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორთან.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№484–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია