,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (სსმ, 07.04.2011წ. სარეგისტრაციო კოდი − 430190000.22.022.016087) დამტკიცებული ,,სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების” მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გამოცდების საბოლოო შედეგებს, აგრეთვე ჩატარების შემთხვევაში თებერვლის გამოცდების შედეგებს უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არა უგვიანეს 2013 წლის 10 ივნისისა;“.
|