„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №7/4 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:
ა) ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.“.
|