შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 9 ოქტომბრის N12/ნ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანდართული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 41 პუნქტი:
„41. კონკურსის მონაწილეთათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე, მათ მიერ საკონტაქტო ინფორმაციად მითითებული ელექტრონული ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.“.
|