საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
100
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.025.016108
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №100

2013 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების, ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების, ,,ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, ,,`ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, ,,ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №01 ბრძანების, ,,ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის №191 ბრძანების, ,,ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ბრძანებისა და ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესების" სახელმძღვანელოს (გამომცემლობა ,,ЕНЕРГОАТОМИЗДАТ"-ის 1987 წლის გამოცემა) ცოდნა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,  Outlook),  „Internet“-ისა და „Auto Cad“-ისა და „Arc Gis“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების,  „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების,  „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების,  „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების,  „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №01 ბრძანებისა და  „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ბრძანების ცოდნა.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო ) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

ა ) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში ;

ბ ) ენერგეტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ   2-წლიანი გამოცდილება ;

გ ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა ;

დ ) ინგლისური ენის  ცოდნა -  კარგად ; 

ე ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook), Internet-ის ,  „Auto Cad“-ისა და „Arc Gis“-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ;

ვ ) „საქართველოს კონსტიტუციის “, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის , „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონის ,  „ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონის , „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების , „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ -ეკონომიკური შესწავლის , მშენებლობის , ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის   2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების , „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №342 დადგენილების , „ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №434 დადგენილების , „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების , „ელექტროენერგიის (სიმძლავრის ) ბაზრის წესების ” დამტკიცების შესახებ “ საქართველოს   ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30  აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა .

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.02.2014წ.

4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.

41. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) ენერგეტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის  ცოდნა-  კარგად; 

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №342 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №434 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30  აგვისტოს №77 ბრძანების ცოდნა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.02.2014წ.

5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო: უფროსი სპეციალისტის I კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) ინგლისური, ასევე   რუსული ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა  (ცოდნის დონე: B1 – შუალედური / B1 – Intermediate);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 97 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „ტექნიკური რეგლამენტი – ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის № 434 დადგენილების, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის  სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის  № 40 ბრძანების ცოდნა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 2  მაისის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 03.05.2017წ.


კრებსითი — სრული ვერსია