|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გუდაურის განვითარების ფონდის რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის შექმნისა და წესდების დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 16 აპრილის №14.18.448 დადგენილების (სსმ 22.04.2013, 040030000.37.101.016151) მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის თანდართულ წესდებაში (დებულებაში)“:
ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები. ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მრჩეველი/მრჩევლები და აგრეთვე თანაშემწე, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ფონდის უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.“; გ) მე-6 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|