„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
480
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-07
სარეგისტრაციო კოდი
470.080.000.05.001.003.322
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო – სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. წინასწარ პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის ბადრაგირებას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.“.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 1 ნოემბერი.

№480–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია