„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №115 დადგენილების ( www.matsne.gov.ge, 20/05/2013, 280120000.10.003.017280) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე‑2, მე‑3, მე‑4 და მე‑5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე‑2, მე‑3, მე‑4 და მე‑5 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.“.
|