„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016170
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2013 წლის 31 მაისი

დ. ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების   დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში (სსმ, 01. 03. 2013წ.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  შესაბამისად".

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლ­ობასთან;".
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემიხეილ უნგიაძე

კრებსითი — სრული ვერსია