„საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 13 სექტემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-19/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-31
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016204
„საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 13 სექტემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-19/ნ

2013 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 13 სექტემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 13 სექტემბრის №01-64/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/09/2012, 470230000.22.035.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „4. ბრძანება ამოქმედდეს „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 31 მაისიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია