,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი – 190040000.22.022.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.14 ქვეპუნქტი:
„1.14. სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ელექტრონული ტესტირების ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტესტირების პერიოდში – თითოეული გამოსაცდელი პირის ერთ საგანში ტესტირებისთვის მომსახურება – 0,30 ლარი“.
|