,,კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნჯიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №41 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2012; 190020020.35.149.016124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ამ მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, რისთვისაც 2013 წლის 10 ივნისამდე არ გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვლისწინებული ვადა.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. ამ მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, რისთვისაც 2013 წლის 10 ივნისამდე არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული ვადა.“.
|