„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების,სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
553
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-11
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016190
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების,სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №553

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე  და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) დამტკიცებული 27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომელთა კატეგორიებსა და თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი იმავე აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ქაროსანიძე

კრებსითი — სრული ვერსია