,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.115.016107
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2013 წლის 24 მაისი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge სსმ, №12,16.08.2010წ.010.250.020.35.115.000.271) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის  მე-3 პუნქტის ,,ვ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი.“.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“   ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის 82 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ლენტეხის თემში (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ლექსურა, ბაბილი, გულიდა, კახურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში).

6. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების მომზადებასა და რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია