1.
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანებით (სსმ, №165, 20/11/2008) დამტკიცებული დანართი 2-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი.“.
|