|
„ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მულის შესაბამისად, „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №96, მუხ. 1055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კონკურსის შედეგების დამტკიცება შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგებსა და პრემიების ლაურეატთა სიებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|