„საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
128
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-23
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017293
„საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №128

2013 წლის 23 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №93 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  29/04/2013, 010240010.10.003.017257) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირ­ვე­ლი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სა­ტ­ყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალის­წი­ნებული დაწესებულებებისათვის ქონების გადაცემა საქართველოს კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფუნ­ქციონირებისათვის საჭირო ქონების საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტროსათვის გადაცემა შემდგომში საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის ‑ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემის მიზ­ნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია