„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016130
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2013 წლის 23 მაისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის  №19 დადგენილებაში (სსმ, 15/10/2010, სარეგისტრაც. კოდი 010250020.35.104.016008) და დადგენილებით დამტკიცებული  დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის  და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

კრებსითი — სრული ვერსია