,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016097
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

           ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება  №16

2013 წლის 23 მაისი

ქ. ონი

 

 

,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 
,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2010, სარეგისტრაციოი კოდი 010250020.35.118000533) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) წერილების და საქმისწარმოების განყოფილება“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. წერილების   და  საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

 წერილების და საქმისწარმოების  განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;

დ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში არსებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ლ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

მ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

ნ)    მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია