ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016091
ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 30 მაისი

ქ .ხობი

 

ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ’’ ქვეპუნქტის და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქ. ხობში, გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისში დაიდგას საგზაო ნიშანი „3.4. „სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია“ (აკრძალულია სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება). 
2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნის განთავსების უზრუნველყოფა 30 დღის ვადაში.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა

კრებსითი — სრული ვერსია