შეტანილი იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის ტერიტორიაზე სარიტუალო მომსახურების დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,1 %-ით და გავრცელდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“
|