„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-21
სარეგისტრაციო კოდი
340170000.10.003.017285
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2013 წლის 17 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 14/03/2012,  340170000.10.003.016763) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-5 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საცალო ვაჭრობის პუნქტზე, გარდა იმ საცალო ვაჭრობის პუნქ­ტებისა, სადაც ხორციელდება თევზჭერის შედეგად მოპოვებული პროდუქტის და კვერცხის  რეა­ლი­ზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;“;

ბ) 53-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განკუთვნილ კვერცხზე  უნდა აღინიშნოს  კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და დადების თარიღი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია