„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
119
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-21
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.017289
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 119

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge 11/02/2013,   190040000.10.003.017184) და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში (დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ამ ვადის გადაწევა სამინისტროსთან შეთანხმებით) შესაბამისი თვითმმართველი ერთეული ან/და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას და დანართი №2-ით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარუდგენს სამინისტროს;“.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია