„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016090
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2013 წლის 6 ივნისი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის შესაბამისად,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15  აპრილის  №11 დადგენილებაში   (სსმ, 20.04.2011) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18  წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ერთჯერადი დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

დ) უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე

კრებსითი — სრული ვერსია