1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 (სსიპ ,,სსმ“ 250211, 25.02.2011 წ.) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ურთიერთობისას, ყოველწლიური საიჯარო ქირა (იჯარის ღირებულება) 1 კვმ.-ზე განისაზღვროს არანაკლებ „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის და სასყიდლიანი სარგებლობის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1-3 გადაწყვეტილებით შესაბამისი ზონისთვის დადგენილი სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობით, ხოლო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს ქირის 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“.
|