“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-21
სარეგისტრაციო კოდი
040030000.52.101.016097
“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის N10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №30

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვარის №10 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი“, №18, გვ.4,  29 იანვარი 2009 წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.38.101.012.699)  დამტკიცებული დებულების მე–9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე–9 პუნქტი:              

 „9. ამ დებულების მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული საბჭოს წევრები ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ   ქ. თბილისის შესაბამისი რაიონის გამგებლობაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.’’ 

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა

კრებსითი — სრული ვერსია