„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.“.
|